ერაყელმა ბოევიკებმა ორშაბათს ერთდროულად ექვს საარმიო ბლოკ-საგუშაგოზე მიიტანეს იერიში. ამავე დროს მათ კიდევ სამ სხვა საგუშაგოზე აფეთქებები მოაწყვეს. ბოევიკების აღნიშნული იერიშის შედეგად გარდაიცვალა ცხრა სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი.
"ჩვენთვის ეს იყო სიგნალი იმისა, რომ მათ ერთდროულად შეუძლიათ თავდასხმა განახორციელონ ქალაქის სხვა და სხვა რაიონში", _ განაცხადა ერაყის შს სამინისტროს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, თავდასხმის დროს ბოევიკებმა მაყუჩიანი იარაღები გამოიყენეს და ცხრა სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი დაცხრილეს.
აფეთქებების შედეგად ასევე დაჭრილია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი. ერაყის შს სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ბოევიკების მიერ მაყუჩიანი იარაღის გამოყენება მათთვის სრულიად მოულოდნელი რამ იყო და ბოევიკების მხრიდან აქამდე მაყუჩიანი იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია".
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბოევიკები ბლოკ პოსტებს ავტომობილების ფანჯრიდან ცხრილავდნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ.