ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ამ დილით ღაზას სექტორში კონტრაბანდისტების მიწისქვეშა გვირაბებზე საჰაერო იერიში მიიტანა.
გვირაბები პალესტინა-ეგვიპტის საზღვრის ქვეშ იყო გაყვანილი. პალესტინური მედიის ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად არავინ დაშავებულა.
ღაზას სექტორსა და ეგვიპტის საზღვრის ქვეშ კონტრაბანდისტებმა ასობით გვირაბი გათხარეს და მათ სამ წელიწადზე მეტ ხანს ბლოკირებული ანკლავის მილიონნახევრიანი მოსახლეობისათვის ფართო მოხმარების საქონლის შესატანად იყენებენ.
ამას გარდა, ამ გვირაბებს კონტრაბანდისტები იყენებენ ღაზას სექტორში იარაღის, ნარკოტიკების, ფულის გადასატანად და ასევე არალეგალების გადასაყვანად.