დუშეთის რაიონის სოფელ ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. სოფელში გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, დამეწყრილ ადგილზე ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მოსახლეობას სამანქანო გადაადგილების საშულება შეზღუდული აქვს.
სხვა მხრივ მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლლეობას პრობლემები არა აქვს. სოფელს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია.
დუშეთის რაიონში მეწყერი რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა, რომლის შედეგად გარე სამყაროს დუშეთის ოთხი სოფელი მოწყდა. 18 კილომეტრიან გზაზე მეწყერმა ოთხი მონაკვეთი ჩახერგა.
ჩოჩელის განცხადებით, რეგიონში ამ დროისთვის პერიოდულად კვლავ წვიმს.