კემეროვსკის ოლქში "რასპადსკაიას" მაღაროში აფეთქება მოხდა, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
"ამ დროისთვის 30 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 60, რომელთა ბედი გაურკვეველია, კვალავ მაღაროში რჩება. ჩვენ ძებნას ვაგრძელებთ," - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროში გაზის მაღალი დოანეა, მაშველები სამუშოებს აგრძელებენ. "რისკი არის, თუმცა, არც ისე მაღალი", - განაცხადა შოიგუმ.