ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო ევროპაში ასობით ავიარეისი ისევ გადაიდო.
ავიარეისები შეფერხდა საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის, ჩეხეთისა და ავსტრიისა მიმართულებით.
აეროპორტების ნაწილი ესპანეთსა და პორტუგალიაშიც დაიხურა, თუმცა, მოგვიანებით ფრენები განაახლა. რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო ფრენები ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის.
ამოფრქვევის სიმძლავრე სუსტდება და ფერფლი შესაძლოა თანდათან გაიფანტოს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი, ფრენები ჯერ-ჯერობით შეუფერხებლად ხორციელდება.