სეტყვამ გურჯაანის რაიონიც დააზარალა.
სამ სოფელში - ვაჩნაძიანში, კალაურსა და კახიფარში დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. განსაკუთრებით დასეტყვილია რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები.
წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ, რომელიც თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, მოსავლის 50 პროცენტი გაანადგურა.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც გურჯაანის რაიონისთვის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.
გურჯაანში სეტყვა გუშინ მოვიდა.