კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა ფოთს სტუმრობდა.
რურუა კულტურის სფეროს ადგილობრივ მოღვაწეებს, მათ შორის ფოთის თეატრის მსახიობებსა და სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგებს შეხვდა.
მინისტრმა მათგან ფოთში კულტურის სფეროში არსებული პრობლემები მოიმინა და მათ მოგვარებას დაჰპირდა. ნიკა რურუამ ფოთის მშენებარე თეატრიც დაათვალიერა.
"მე ყურადღებით მოვუსმინე ორივე შემოქმედებით კოლექტივს, როგორც მსახიობებს, ისე სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგებს. ჩავიწერეთ პრობლემები", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.