რუსეთში, კემეროვის რაიონის მაღაროში ორი აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. ამ დრომდე ნანგრევებში რჩება 54 მაღაროელი და 20-მდე მაშველელი, რომლებიც იქ მეორე აფეთქების შედეგად ჩარჩნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები შეჩერებულია. ოქლის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქების განმეორების ალბათობა დიდია, რის გამოც იქ მაშველების გაგზავნა სიკვდილის ტოლფასი იქნება.
აფეთქების მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უკვე ცნობილია, რომ დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით მილიო რუბლს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, მოსკოვში, 9 მაისთან დაკავშირებული აღლუმი არ ჩაშლილა.