რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და მოსკოვში მყოფმა მსოფლიო ლიდერებმა: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ხუ ძინტაომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სერჟ სარქისიანმა და ილხამ ალიევმა, უცნობი ჯარიკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერებმა სამახსოვრო ფოტოც გადაირეს.
საღამოს კრემლში მიღებაა დაგეგმილი, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავი აღინიშნება.