ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოქნილი ფერფლის გამო ესპანეთში 16-მა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. მათ შორის ბარსელონას, ქვეყნის სიდით მეორე აეროპორტმა. ფრენები შეწყდა ბილბაოს, სანტანდერის და სან სებასტიანის აეროპორტებშიც. ამის შესახებ "სი-ენ-ენის" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ესპანეთში 673 ავიარეისი გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით ხსენებულ ქალაქებში ფრენები დღეს საღამოს აღდგება.
ევროსაბჭოს შესაბამისი უწყებების განცხადებით, შესაძლოა ფერფლის ღრუბელმა პრობლემები პორტუგალიასა და საფრანგეთსაც შეუქმნას.