ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი სოფელ ბირკიონის მოსახლეობას შეხვდა.
ცისკარიშვილმა ახმეტის ცენტრში მდებარე, 20 წლის წინ დამწვარი კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მისი წლის ბოლომდე აღდგენის პირობა დადო.
გარდა ამისა, დეპუტატი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობითაც დაინტერესდა.
"ქალაქის ცენტრში იყო დანგრეული შენობა, რომელსაც აღვადგენთ და ამით ქალაქის იერსახე გაუმჯობესდება. ამავე დროს, ამ მშნებელობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ისე როგორც გზების მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.