მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავი აღლუმი მიმდინარეობს.
წითელ მოედანზე ყველა სამხედრო დანაყოფია გამოყვანილი. აღლუმში მონაწილეობას 11 ათას 500-მდე სამხედრო იღებს.
წითელ მოედანზე დღეს პირველად ჩაივლის ანტიჰიტლერული კოალიციის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის და პოლონეთის არმიის 70 წარმომადგენელიც. აღსანიშნავია, რომ ნატოს ჯარებისთვის მოსაწვევის გაგზავნა დასავლეთმა მოსკოვის მხრიდან მეგობრულ ჟესტად აღიქვა.
აღლუმს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩაიბარებს. მასში ქვეითი, მექანიზირებული და საჰაერო ძალები მონაწილეობენ.