რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბრონისლავ კომაროვსკის სისხლის სამართლის საქმე #159-ის 67 ტომი გადასცა.
ხელიდან ხელში მდვედევმა პოლონელ კოლეგას "კატინის საქმის" პირველი ტომი და საქმის ცალკეული მასალები გადასცა, _ იტყობინება "იტარ-ტასი".
"როგორ ეს კრაკოვში განვაცხადე, მივიღებ ყველა ზომას, და გავცემ ბრძანებას კატინის მასალებზე მუშაობის შემდგომი გაგრძელების შესახებ, მათ შორის 159-ე საქმეზე", - განაცხადა მედვედევმა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას.
"კატინის დანაშაული, კატინის ტყუილი - ეს არის წინააღმდეგობის მიზეზი ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და დასძინა, _ "სიმართლე კატინზე, ეს არის პოლონეთისა და რუსეთის მიერ ერთად გადატანილი გამოცდა. ეს შესაძლოა გახდეს კარგი საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსავითარებლად".
კომაროვსკიმ მადლობა გადაუხდა მედვედევს "სიტყვის შესრულებისთვის".
"ვიმედოვნებთ, რომ, ეს კარგი დასაწყისია შემდგომი საქმიანობისთვის, რომელიც კატინის კვანძის გახსნას შესაძლებელს გახდის", - განაცხადა კომაროვსკიმ.
იტარ-ტასის ფოტო