გიორგი შუხოშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელ, ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ასპინძის რეაბილიტირებული მუნიციპალურ ნაგავსაყრელი დაათვალიერა.
დაბა ასპინძის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1975 წლიდან ფუნქციონირებს და ის ასპინძუსა და მისი მიმდებარე სოფლების მოსხლეობას ემსახურება.
ასპინძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის მაისში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადმოეცა. პოლიგონზე ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. პოლიგონი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, განახლდა არსებული ღობე, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.
განახლებულ ნაგავსაყრელზე მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 122 372 ლარი შეადგინა. პროექტი შპს „ლავამ“ განახორციელა და 8 ადამიანი დაასაქმა, რომელთაგან 6 ადგილობრივი მოსახლეა.
განახლებულ ნაგავსაყრელზე მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მოხდება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.