ოზურგეთში ქართული ოცნების ოფისზე ცოცხები დაამაგრეს. ვიდეო და ფოტო კადრები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუ ვინ დაამაგრა მმართველი კოალიციის პარტიის ოფისზე ცოცხები ამ დროისთვის უცნობია.
ოზურგეთში ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გაუგებრობაა და ვინც ეს გააკეთა ოფისი და ატრიბუტები აერია.
შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით საჩივარი არ შესულა, თუმცა როგორც სამინისტროში აცხადებენ ადგილზე მივლენ და შეისწავლიან ვითარებას.