საბერძნეთის კრიზისის გამო პოლონეთი ევროზონას მოგვიანებით შეუერთდება. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიტოლდ კოზინსკიმ განაცხადა.
"ევროზონაში პოლონეთის გაწევრიანება საბერძნეთის მოვლენების გამო გადაიდო", _ განაცხადა კოზინსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროზონას აუცილებლად შეუერთდება.
კოზინსკი პოლონელი ჩინოვნიკებიდან პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ევროზონის სავალო კრზისი ვარშავის გეგმებზე გავლენას მოახდენდა.
2008 წელს ვარშავამ განაცხადა, რომ 2012 წლისთვის ევროპის ერთიან ვალუტაზე გადასვლა სურდა. მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ კონკრეტულ ვადებზე საუბარი აღარ ყოფილა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პოლონეთი ევროზონას 2015 წლისთვის შეუერთდება. თუმცა ეჭვობენ, რომ მთავრობას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რათა ევროკავშირის მიერ დადგენილი მკაცრი კრიტერიუმები დაკმაყოფილოს.