რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებულ მხარდამჭერებს განუცხადა. “ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ვირაცის სურვილით ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება. მე იმ ფიცის ერთგული ვარ, რომელიც დავდე და პრეზიდენტის პოსტზე 2019 წლამდე დავრჩები,”-განაცხადა ხაჯიმბამ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე. მანამდე პოლიტიკურმა პარტიამ “ამცახარამ” სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ხაჯიმბას უნდობლობა გამოუცხადა და მისი გადადგომა მოითხოვა.