საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (თბილისი-ხაშურის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარჯვენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.