ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ხელვაჩაურში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.
ცენტრის მშენელობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 295 ათასი ლარით დაფინანსდა.
სერვისცენტრი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების 4 ათასამდე რეგისტრირებულ გადამხდელს მოემსახურება. საგადასახადო მომსახურებისთვის მათ ბათუმში ჩასვლა უწევდათ.
"ასეთი ტიპის სერვის-ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვანია თითოეული გადამხდელისთვის, რადგან მათ საშუალება აქვთ ყველანაირი მომსახურება მიიღონ ადგილზე. იმედი გვაქვს, ხელვაჩაურის რაიონში სამრეწველო აქტივობა გაიზრდება და გადამხდელებს აღნიშნული მომსახურების ცენტრი დიდ დახმარებას გაუწევს," - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მომსახურების ცენტრი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვული და გადამხდელებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისითა და მომსახურებით ისარგებლონ.