ლეონიდ თიბილოვი განმარტებას აკეთებს. ცხინვალის დეფაქტო ლიდერის განცხადებით, პუტინის თანაშემწესთან საუბარი არა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს, არამედ საინვესტიციო პროექტების შეეხო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეფაქტო ცხინვალი რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის, გუშინ თიბილოვისა და პუტინის თანაშემწის, სურკოვის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რაც მოგვიანებით პუტინის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა არ დაადასტურა.