„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რაიონებში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ენმ-ის ინფორმაციით, შეხვედრები მიმდინარეობს გურჯაანში, ქუთაისში, რუსთავში ახალციხესა და გორში. შეხვედრების ფარგბელბში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ NDI-ს კვლევის შედეგებს. საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს.
ნუგზარ წიკლაურმა, გორში გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გუშინ, თავდასხმის მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„ესენი იყვნენ თაღლითობისთვის ნასამართლევი სოსო ხაბელაშვილი, რომლის მეუღლეც მერიის კულტურის სამსახურში მუშაობს. ნინო ქროშიაშვილი, რომლის მეუღლეც სოფელს სკრის გამგებელია, ძმები იოსებ (შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის თანამშორმელი) და რევაზ ივანიშვილები. მათ აღარ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც შეიძლება აქციაზე გამოგზავნონ, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ მათ მიერ არიან გორის სხვადსხვა სტრუქტურებში დასაქმებულები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები სხვადსხვა რაიონებში კვლავ გაგრძელდება.