ფოთში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს, დაუდგენელმა პირებმა საღებავები ესროლეს.
ინციდენტი სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მომხდარს "ქართულ ოცნებას" უკავშირებენ. ისინი გეგმავენ, აღნიშული ფაქტის გამოძიებისთვის, სამართალდამცავებს მიმართონ.