სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას რუსეთთან მიერთების თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება სურს. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს აცნობა. "დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია. ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და კეთილდღეობა," - განაცხადა თიბილოვმა. დეფაქტო ლიდერს რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.