საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, მდ.დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), გაუჩერებლად გავლის რეჟიმში დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ღამის საათებში აკრძალული იყო.