გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს თაღლითობაში ეჭვმიტანილები: ქ. ფოთში მცხოვრები 47 წლის ქეთევან გუგუშვილი და ქ. ლანჩხუთში მცხოვრები 51 წლის ცავლინა კვაჭაძე, რომლებმაც 2008წ ივნისში, ქ. ფოთში მცხოვრებ 52 წლის ლიანა გოგოხიასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, მოქალაქეებისაგან მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ქეთევან გუგუშვილი მოქალაქეებს ეცნობოდა როგორც ბანკის თანამშრომელი და ნანი გოგოხიასთან და ცავლინა კვაჭაძესთან ერთად ჰპირდებოდა დახმარებას სხვადსხვა ბანკებიდან, თითქოსდა სესხის მიღებაში, ხოლო სანაცვლოდ, სამივე მათგანი მოქალაქეებისგან წინსაწარ გასამრჯელოდ იღებდნენ ფულად თანხას, 400-500 ლარის ოდენობით და იყოფდნენ ერთმანეთში.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.
მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ლიანა გოგოხიას დასაკავებლად.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო