ათენში ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაცია კვლავ არეულობით დასრულდა. მას შემდეგ რაც საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა შენობის გარეთ ჩხუბი ატყდა.
დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვების და ბოთლების სროლა დაუწყეს. მათ შესაჩერებლად პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შემდეგ მომიტინგეებმა ქუჩებში სანაგვე ურნები დაწვეს. წუხანდელი არეულობის შედეგად ათენში არავინ დაშავებულა.
უკვე რამდენიმე დღეა საბერძნეთის მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს მართავს. ისინი ხელისუფლების მკაცრ ეკონომიკურ გეგმას აპროტესტებენ, რომელიც გადასახადების გაზრდასთან ერთად ხელფასებისა და სამუშაო ადგილების შემცირებასაც ითვალისწინებს.