2010 წლის 7 მაისს ქ. ქუთაისის პროკურატურის შენობაში საქართველოს მასშტაბით პირველი, დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი გახსნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის წესით შერჩეული ორი თანამშრომელი დასაქმდება, რომლებმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტენსიური ტრენინგები უკვე გაიარეს. დაზარალებულთა ცენტრების მთავარი ამოცანა დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება იქნება, ცენტრში მათ უფლება-მოვალეობებს განუმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადაამისამართებენ, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობებს და სხვა საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.
ქუთაისის პარალელურად, დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება, ანალოგიური დაწესებულებების გახსნა თბილისსა და ბათუმში ზაფხულში იგეგემება.
დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრები იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი პროექტია. ის მიზანად ისახავს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლამდე პროკურატურის საქმიანობის გააქტიურებას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად _ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია სწორედ დაზარალებულის ახალ სამართლებრივ სტატუსს ეხება.