კომპანია Washington Post-მა, რომელიც ამავე დასახელების გაზეთს გამოსცემს, გასაყიდად ცნობილი ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა Newsweek -ი გამოიტანა. აღნიშნული გამოცემა უკანასკნელ პერიოდში მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამ დროისათვის პერიოდული ბეჭდური გამოცემები მეტად რთულ პერიოდს გადიან. ეკონომიკური ვარდნის გამო, მათ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლების მიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს. Newsweek კ-ის მსგავსად ინტერნეტ-რესურსებიდან მზარდ ზეწოლას სხვა გამოცემებიც განიცდიან. ინტერნეტ-გამოცემები მომხმარებელს მუდმივად განახლებულ სიახლეებსა და ანალიტიკური სტატიების დიდ რაოდენობას სთავაზობენ.
Newsweek -ი წაგებებს 2007 წლიდან განიცდის. 2009 წელს ჟურნალმა 26 პროცენტით ნაკლები სარეკლამო გვერდები გაყიდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. თანამშრომლების შემცირების მიუხედავად, ჟურნალი წამგებიან დაწესებულებად იქცა. გამოცემა 1933 წელს დაფუძნდა. იგი კომპანია ჭასჰინგტონ Pოსტ-ში 1961 წელს გაერთიანდა.