აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.
ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65 წლისთვის საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ე..წ. აფხაზური ე.წ. არმიის აღლუმი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.