პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება, საარჩევნო კომისიამ კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურა უკვე გაიარეს პრეზიდენტობის ორმა ძირითადმა კანდიდატმა იაროსლავ კაჩინსკიმ და ბორისლავ კომაროვსკიმ.
პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ძმამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა ხელმოწერების რეკორდული რაოდენობა 1 650 000 ხმა შეიტანა.
საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 20 ივნისს გაიმართება.