სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გორის რეგიონულ ოფისში გაიმართა სემინარი, რომელშიც კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სააგენტოს ხელმძღვანელებმა და დეპარტამენტის უფროსებმა წარმოადგინეს წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანია რეგიონების ეფექტიანი მუშაობისთვის; ასევე განიხილეს რეგიონების მიერ წამოჭრილი საკითხები. შეხვედრა სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა გაძლიერება -საქართველოს ( CBA-G ) SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
CBA-G-ის წარმომადგენელმა ქართველ სპეციალისტებს სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურებთანაც გაიმართება.