ქობულეთში თბილისის განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან დასახმარებლად გაემგზავრა 15 კაციანი ჯგუფი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სულ 90-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოში აცხადებენ.
ამ წუთებში მიმდიანრეობს სამაშველო, ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. ღონისძიებებში ჩართულია : როგორც ქობულეთის, ასევე, ბათუმის, ფოთის, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს ადგილობრივი ჯგუფები.
ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ადგილზე მობილიზებულია შსს-სსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები.