ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა. სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქუჩებში წყლის დონე მაღალია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.