ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
დავით დვალის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე თანამდებობაზე უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.