ხაიში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. დღეს დაბა ხაიში ადგილობრივი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
ადგილობრივები ხუდონჰესის მშენებლ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული მიწების დაბრუნებას და არსებული ფართების მათ საკუთრებაში დარეგისტრირებას მოითხოვენ.
ხაიშის მცხოვრებლები ალტერნატიული პროექტის განხილვის შემთხვევაში, მზად არიან ვიცეპრემიერს შეხვდნენ და მოსაზრები გააცნონ.