ცნობილი აუქციონის სახლის "სოტბის" ერთ-ერთი განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა 36 წლის ალი კან ერტაგმა თავი მოიკლა.
ერტაგი ნიუ-იორკის 63-ე ქუჩაზე თავისი ბინის მერვე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა. თავის კომპიუტერში სიკვდილის წინ დაწერილი წერილი დატოვა, რომლის შინაარსი უცნობია.
აუქციონის სახლში ერტაგი თურქული ხელოვნების განხრით მუშაობდა. უკანასკნელ პერიოდში იგი "სოთბის" ნიუ-იორკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი იყო. ერტაგი "ქრისტის" აუქციონის სახლშიც მუშაობდა, სადაც ევროპის მე-19 საუკუნის კულტურით იყო დაკავებული.