სტიქიამ ოზურგეთის რაიონი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა სახურავები გადახადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში არსებულ საცხოვრებელ სახლებს. მომხდარის შედეგად პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. გარდა ამისა დაზიანებულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თავად ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ზარალის ოდენობას ითვლიან.