აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან ორი პატიმარი გაათავისუფლა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში გააგზავნეს, მეორე კი ბულგარეთში.
ყოფილი პატიმრების ვინაობა არ ხმაურდება. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კუბის ბაზიდან ქვეყანაში იემენის მოქალაქე ჩაიყვანეს. ესპანეთში იგი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მიიღებს.
ამ დროისათვის გუანტანამოს ხამხედრო ბაზაზე 181 ადამიანი იმყოფება. სულ 2002 წლიდან მოყოლებული საპატიმროდან 600 ადამიანი გათავისუფლდა.
ციხის დახურვა ბარაკ ობამას ერთ-ერთი წინაასარჩევნო დაპირება იყო. მანამდე გუანტანამოდან ყველა პატიმრის გადაყვანა 2010 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ობამამ ციხის დახურვის ვადები გადადო.