ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს ყურბანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად, ორი და მეტი ადამიანის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად წაეყენა ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში",_ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყირგიზული მედია ასევე იუწყება, რომ ბაკიევისათვის ბრალის წაყენების დღეს ბელორუსმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მასთან მყოფი ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის გადაცემას ყირგიზეთის ახალი ხელისუფლებისათვის არ აპირებს.