ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ვაჟზე მაქსიმ ბაკიევზე ყირგიზეთმა ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლით ძებნაა ასევე გამოცხადებული ყირგიზეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსზე ნურლანბეკ ტემირბაევზე.
საერთაშოროსო პოლიციური ორგანიზაციის გენერალური სამდივნოს საიტზე ამ ორ პიროვნებაზე ძებნა წითელი ცირკულარითაა ჩანიშნული, რაც იმას ნიშავს, რომ ეს ორი პიროვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენაშია ეჭვნიტანილი.
32 წლის მაქსიმ ბაკიევს ბრალი თაღლითობაში ედება, ხოლო 48 წლის ნურლანბეკ ტემირბაევს კი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფაში. მათ დაპატიმრებაზე სანქცია ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულ სასამართლოს აქვს გაცემული.