რუსული ავიაცია სირიაში ავიადარტყმებს ახორციელებს. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, Су-24М და Су-25 ავიაგამანადგურებლებმა ისლამური სახელმწიფოს ობიექტები დაბომბეს. მათი სამიზნე იდლიბისა და ჰამას რაიონები გახდა. ავიადარტყმების შედეგად ტერორისტთა შტაბი, იარაღის საწყობი და სამეთაურო პუნქტი განადგურდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.