ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში ომის 22-ე წლისთავს და სამხრეთ ოსეთში საქართველო-რუსეთის ომის მე-7 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციისგამოფენები: ”დევნილები ფოტოკამერებში” (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ”კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ” (აფხაზეთი), ასევესაელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოფენა ჩატარდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით აფხაზეთის ა/რ დელეგაციის თურქეთშივიზიტის დროს. გამოფენა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ გახსნეს. გამოფენის შემდეგ სტუმრებს ქართულიღვინისა და აფხაზური კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებისწარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები (შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ,ავსტრალია, ახალი ზელანდია, ესპანეთი, პორტუგალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ტაილანდი, ფილიპინები, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა,აზერბაიჯანი, მოლდოვა, , იორდანია და სხვ.), აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების წარმომადგენლები, ქართული დააფხაზური დიასპორების წარმომადგენლები როგორც ანკარიდან, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან (სტამბოლი, ინეგოლი, საქარია,იზმითი, ქოჯაელი) და ანკარის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება თურქეთის სახელწიფო ტელევიზიამ (TRT), უდიდესმა სააგენტომ Anadolu Ajansı,ინგლისურენოვანმა გაზეთებმა Daily Sabah და Diplomatic Observer გააშუქეს.