მასშტაბური სპეცოპერაცია ტაჯიკეთში. სამართალდამცავებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, აბდუხალიმ ნაზარზოდეს კიდევ 2 მომხრე მოკლეს. მათ ბრალი ქალაქ ვახდატში მილიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ედებოდათ.
გენერალმა ნაზარზოდემ სამხედრო ამბოხი 4 სექტემბერს დაიწყო. სახელისუფლო ძალებმა ის სპეცოპერაციისას მოკლეს. სპეცოპერაციებს გენერლის 27 თანამებრძოლი ემსხვერპლა.