რუსეთის ჩართვა სირიის სამხედრო ოპერაციებში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ამის შესახებ ვენესუელას ლიდერმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„ვენესუელა მხარს უჭერს და მიესალმება რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას. ეს სირიის გადარჩენის, ტერორიზმისა და ახალი ფაშიზმის დამარცხების ერთადერთი გზაა,“-აღნიშნა მადურომ.