ნატო რუსეთის მიერ სირიის ტერიტორიების დაბომბვის ფაქტს ეხმაურება. საგანგებო განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ავიადარტყმები შესაძლოა იმ ობიექტებზე განხორციელებულიყო, სადაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არ იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, რუსეთმა კოალიცია ნებისმიერი სამხედრო აქტივობის შესახებ საქმისყურში უნდა ჩააყენოს.