ავღანეთის სახელისუფლო ძალებმა ქალაქ კუნდუზზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სადიკ სედიკიმ განაცხადა. მისივე თქმით, არმიის ქვედანაყოფები ამ დროისათვის ქალაქს თალიბებისგან წმენდენ. კუნდუზზე მასირებული იერიში თალიბანმა 28 სექტემბერს დაიწყო და ქალაქი 2 დღეში აიღო, თუმცა კონტრშეტევას თალიბებმა ვეღარ გაუძლეს.