სოხუმში გამარჯვების დღე აღნიშნეს. აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურეებიც იღებდნენ, რომლებმაც სამხედრო ღირსების პარკში მარშით ჩაიარეს. მოგვიანებით აფხაზეთის მცხოვრებლებს დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიმართა. „მიუხედავად იმ მსხვერპლისა და შეზღუდვებისა, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, ჩვენ ბედნიერი თაობა ვართ, რადგანაც საკუთარი სახელმწიფოს შენების საშუალება მოგვეცა,“-განაცხადა ხაჯიმბამ.