ნიგერიის პრეზიდენტი, 58 წლის იარ ადუა გულის დაავადებით გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ნიგერიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
ნიგერიის პრეზიდენტი დაავადების გამო ქვეყნის მართვას 2009 წლის ნოემბრის შემდეგ ვეღარ ახერხებდა. ამ პერიოდში ნიგერიას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი მართავდა.
ნოგერიაში პრეზიდენტის დაღუპვის გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიგერიელ ხალხსა და იარ ადუას ოჯახს უკვე მიუსამძიმრა.
იარ ადუა ხელისუფლებაში 2007 წელს მოვიდა.