იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტი ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი მოინახულეს. ისინი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.
დღესვე, ლაოსის დელეგაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრს დაათვალიერებს.
ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტის მიმდინარეობისას სტუმრები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ.
დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.
სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.