დღეს, დილის 07:00 საათიდან დიდ ბრიტანეთში ქვეყნის საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი 22:00 საათზე დასრულდება. ამომრჩეველთა სიაში 44 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული.
წინასაარჩევნოდ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად საპარლამენტო არჩევნებში დავიდ კამერონის მეთაურობით "კონსერვატიული" პარტია ლიდერეობს, "კონსერვატორებს" მცირედით ჩამორჩება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, გორდონ ბრაუნის "ლეიბორისტული პარტია."
რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში წინასაარჩევნო დებატებიც გაიმართა, ინგლისელი პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მოსახლეობის არჩევანს მეტწილად სწორედ პოლიტიკოსების მიერ დებატებში ნაჩვენები შედეგები განაპირობებს. ხსენებულ დებატებში "ლეიბორისტი" გორდონ ბრაუნი, "კონსერვატორი" დავიდ კამერონი და "ლიბერალ-დემოკრატი" ნიკ კლეგი მონაწილეობდნენ.
1997 წლიდან, მას შემდეგ, რაც "კონსერვატორების" 18 წლიანი მმართველობა დასრულდა, ბრიტანეთის პარლამენტს "ლეიბორისტული" პარტია მართადა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ ქვეყნის პარლამენტი ზუსტად ერთი თვის წინ დაითხოვა.